„სანამ მსოფლიომ დაბლოკა საქართველო, როგორც ერთი დიდი პორნოგრაფია ხმა ამოვიღოთ!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველო, თბილისი - 15:54 | 14.03.2016
ნანახია: 3597

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფარულ ვიდეო-ჩანაწერებს ეხმაურება და ცამონათვალს აკეთებს.

„1. ნიკა გვარამიამ თქვა პირადით მაშანტაჟებენო.

  1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც იგივე თქვა. თან დაასახელა. წულუკიანი ილტვის გამოვაქვეყნოთო...
  2. ეკა მიშველაძემ თქვა თვალთვალი იყო ჩემს პირადზეო!
  3. ინგა გრიგოლიას ემუქრებიან.
  4. ორ პოლიტიკოსს ქალბატონს გამოუქვეყნეს.
  5. დანარჩენი დაანონსეს.
  6. გოგი თოფაძემ გაგვაფრთხილა, "წესიერად" ვინც არ მოიქცევა მასალებს გამოვუქვეყნებთო.

ნოეს ფილმი იქეთ იყოს და სანამ ცივილიზებულმა მსოფლიომ დაბლოკა საქართველო, როგორც ერთი დიდი პორნოგრაფია ხმა ამოვიღოთ! რამე მოვიფიქროთ! გავაჩეროთ ეს მარაზმი. თორემ გალია არ აგვცდება. თავზე დაგვაწერენ -შეშლილი ერი!“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე