მადონა შვილის აყვანას აპირებს

საქართველო, თბილისი - 14:20 | 14.03.2016
ნანახია: 1681

ამერიკელი მომღერალი მადონა შვილის აყვანას აპირებს. ფილიპინებზე საბავშვო სახლში ვიზიტის შესახებ მან თავის ბლოგზე დაწერა. ამის გარდა, ის ესტუმრა ადგილობრივ ბავშვთა ფონდს და უდედმამო ბავშვებს საჩუქრები მიუტანა.

მადონას ორი ბიოლოგიური შვილის გარდა, ორი ნაშვილები ბავშვიც ჰყავს. მომღერალთან დაახლოებულმა წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მადონას ამ ფორმით სურს დაიამოს ვაჟის - როკოს დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. როგორც ცნობილია, აშშ-ში მისი 15 წლის ვაჟზე მეურვეობის ჩამორთმევის შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სარჩელი მადონას ყოფილმა ქმარმა გაი რიჩიმ შეიტანა. გაი რიჩის თქმით, მადონას, შესაძლოა ბიპოლარული აშლილობა (მანიაკურ-დეპრესიული სინდორმი) ჰქონდეს. ბავშვი დროებით დიდ ბრიტანეთში მამასთან ცხოვრობს და მასთან მანამდე დარჩება, ვიდრე კონფლიქტი არ გადაიჭრება. თუმცა მომღერალი როკოს გარეშე ძალიან იტანჯება, განიცდის და ყველას თავის შვილზე ესაუბრება.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე