დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა იკითხება

საქართველო, თბილისი - 12:00 | 14.03.2016
ნანახია: 2028

დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, პროკურატურაში, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა იკითხება. პროკურატურაში შესვლამდე ბერულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფარული ვიდეოჩანაწერი დღეს დილით, 07:30 საათზე, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მის გვერდზე დაიდო. 
,,როცა ვიდეო ვნახე, დავსქრინე, წავშალე და დავრეკე საპატრულო პოლიციაში. ისინი ოპერატიულად მოვიდნენ. მივაწოდე ინფორმაცია, შემდეგ ასევე გამომძიებლები მოვიდნენ, გამომკითხეს და ამის შემდეგ დამიბარეს პროკურატურაში", - აღნიშნა ჟურნალისტემა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე