ინგა გრიგოლია: გაჩუმებას არ ვაპირებ, ბრძოლის ხასიათზე მოვედი

საქართველო, თბილისი - 11:48 | 14.03.2016
ნანახია: 2201

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოცილაურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„გამარჯობა, ჩემო მეგობრებო…როგორც მეუბნებიან, პირდი ცხოვრების ამსახველ ახალ ვიდეოში,რომლის გამოქვეყნებასაც აპირებენ, თურმე ჩემი გვარიც დაანონსდა) ) მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე……დანარჩენს უკვე გადაცემიდან ვიტყვი, დღეს, ორ საათზე ეთერი მაქვს))  სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე…მირეკეს, მწერეს და ჩემი შვილის გარდა, ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ ჩემი გვარი დაანონსდა, ვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებასაც აპირებენ, თუ ქვეყნიდან და პოლიტიკიდან. არ წავალ….დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!! მე ღიად ვხსნი ამ თემას…….თუ ასეთ ქვეყანაში უნდა გვაცხოვრონ, მაშინ თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლას) ეთერში ვარ ორზე”, – წერს ინგა გრიგოლია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე