BBC: ანკარაში აფეთქებას მინიმუმ 25 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 75

საქართველო, თბილისი - 23:21 | 13.03.2016
ნანახია: 1543

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქება მოხდა. BBC-ის ცნობით, აფეთქებას მინიმუმ 25 ადამიანი ემსხვერპლა და 75 დაშავდა.

ავტობუსების სადგურზე, ათათურქის ბულვართან ახლოს ამ დროისთვის ჯერ კიდევ იწვის მანქანები და ავტობუსები.

მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო მანქანები. მიმდებარე ტერიტორია უშიშროების სამსახურების მიერ არის გარშემორტყმული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქუჩაში დანაღმული ავტობუსი აფეთქდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს ისმოდა სროლის ხმა.

თებერვალში ანკარაში მომხდარ აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა 100-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე