მერია არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად კონკურსს აცხადებს
საქართველო, თბილისი - 12:02 | 13.03.2016 ნანახია: 1393თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით, არქეოლოგიური კვლევების განსახორციელებლად კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა პროექტები თბილისის მერიაში 2016 წლის 1 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ. საკონკურსო განაცხადებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო განიხილავს.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კონკურსი „შაჰტახტის (შაიტახტის) დედაციხის“ მონაკვეთზე გამოაცხადა, სადაც არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი პირველი კონკურსის შედეგად არქეოლოგიური კვლევის ნაწილი უკვე დასრულდა.
დავით ნარმანიამ, არქეოლოგიურ საბჭოს წევრებთან ერთად, „შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე უკვე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და ტერიტორია დაათვალიერა.
„გასული წლის კონკურსის შედეგად ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შემდეგ საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. ამიტომ, კონკურსი წელსაც გამოცხადდა. თბილისის ისტორიულ ნაწილში ჩატარდება არქეოლოგიური კვლევები, რომლის საშუალებითაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს ვარაუდი არსებობს. ეს არის ჩვენი ქალაქის ისტორიის გაცოცხლება, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოვუაროთ კულტურულ მემკვიდრეობას, რომ მომავალ თაობას გადავცეთ ის, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი პირველად 2015 წლის ივნისში გამოცხადდა. შედეგად, კვლევები „წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა“, „შაჰტახტის“, „საჯოგისა“ და „თრელიგორების“ ნასახლარის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიურ საბჭოს, ის 2015 წლის 9 ივნისს შეიქმნა. საბჭო 14 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა