ავღანეთის სამთავრობო არმიამ კუნდუზზე კონტროლი დაიბრუნა

საქართველო, თბილისი - 10:17 | 01.10.2015
ნანახია: 2083

ავღანეთის სამთავრობო არმიამ მძიმე ბრძოლების შედეგად ქალაქ კუნდუზიდან თალიბების განდევნა მოახერხა. ამის შესეახებ Reuters-ი იტყობინება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ღამით მძიმე ბრძოლების შემდეგ ქალაქ კუნდუზზე კონტროლი დაიბრუნეს და თალიბები განდევნეს.

როგორც ცნობილია მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა კუნდუზი 28 სექტემბერს დაიკავეს და ქალაქის ყველა საკვანძო პუნქტი თავიანთი კონტროლის ქვეშ აიღეს.

29 სექტემბერს ავღანეთის არმიამ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დახმარებით კონტრშეტევა დაიწყო.

კუნდუზი ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვენლობის ქალაქია. 2001 წელს ჩრდილოატალნტიკური ალიანსის ჯარებსა და თალიბებს შორის სასტიკი ბრძოლები მიმიდინარეობდს, რის შედეგადაც თალიბებმა მარცხი განიცადეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე