რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ისლამური სახელწმიფოს“ წინააღმდეგ განხორციელებული ავიაიერიშების ამსახველი კადრები გაავრცელა

საქართველო, თბილისი - 09:39 | 01.10.2015
ნანახია: 1954

რუსეთის თავდაცვის უწყება პირველ კადრებს ავრცელებს, სადაც რუსული ავიაციის მიერ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშებია ასახული.

თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ 20-მდე აფრენა განახორციელა და „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალმთიან რეგიონში განლაგებული სამეთაურო შტაბები, იარაღით დატვირთული მათი კუთვნილი ავტომობილები და ტყვია-წამლის საწყობები წარმატებით გაანადგურა.

რუსეთის თავდაცვისა და  საგარეო უწყებები  მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.

სირიის ოპოზიცია კი აცხადებს, რომ რუსეთის გუშინდელ იერიშებს ქალაქ ჰომსთან 36 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე