მადონა მელბურნში ოთხსაათიანი დაგვიანებით სცენაზე ჯამბაზის კოსტიუმით გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 12.03.2016
ნანახია: 1775

მადონამ მელბურნში თავის კონცერტზე ოთხი საათით დააგვიანა, შემდეგ კი მაყურებლების წინაშე ჯამბაზის კოსტიუმით გამოვიდა. როგორც The Daily Mail -ი წერს, მომღერალი სცენაზე საბავშვო ოთხთვლიანი ველოსიპედით დასეირნობდა და უხამს ანეკდოტებს ყვებოდა.

სიმღერის I Got To Save My Baby-ის შესრულებისას კი ატირდა და თავისი ცრემლები აშშ-ში მისი 15 წლის ვაჟზე - როკოზე მეურვეობის ჩამორთმევის შესახებ მიმდინარე სასამართლო პროცესით ახსნა. სარჩელი მადონას ყოფილმა ქმარმა გაი რიჩიმ შეიტანა. გაი რიჩის თქმით, მადონას, შესაძლოა ბიპოლარული აშლილობა (მანიაკურ-დეპრესიული სინდორმი) ჰქონდეს. ბავშვი დროებით დიდ ბრიტანეთში მამასთან ცხოვრობს და მასთან მანამდე დარჩება, ვიდრე კონფლიქტი არ გადაიჭრება.

მადონა ჯამბაზის როლს თავის ტურნეში Rebel Heart პირველად იყენებს. მანამდე მან Instagram-ზე გამოაქვეყნა ახალი შოუს რეპეტიციის ვიდეოჩანაწერი.

ამავე სახელწოდების ალბომი მომღერლის ცამეტი დოსკოგრაფიით 2015 წელს გამოვიდა. თაყვანისმცემლები ხშირად ჩივიან მომღერლის კონცერტის დაგვიანების გამო. მანჩესტერში გამოსვლისას კი მადონამ მისი დაგვიანებით უკმაყოფილო მაყურებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე