ნენსი რეიგანი დაკრძალეს

საქართველო, თბილისი - 12:39 | 12.03.2016
ნანახია: 1720

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი დაკრძალეს. ის რამდენიმე დღის წინ 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოსამშვიდობებელი ცერემონია კალიფორნიაში რონალდ რეიგანის საპრეზიდენტი ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე გაიმართა. აქვე არის დაკრძალული ამერიკის მე-40 პრეზიდენტიც.

დაკრძალვას ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის აშშ-ის ახლანდელი პირველი ლედი მიშელ ობამა, ყოფილი პირველი ლედი ჰილარი კლინტონი და ამერიკის 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში.

ნენსი რეიგანი აშშ-ის ისტორიაში თეთრი სახლის ყველაზე გავლენიანი დიასახლისი იყო მისი ქმრის პრეზიდენტობის დროს 1981-89 წლებში.

ცნობილია, რომ ცოლ-ქმარს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ზოგიერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ნენსის თავის ქმარზე დიდი გავლენა ჰქონდა.

რონალდ რეიგანი ალცჰეიმერის დაავადებასთან მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ 2004 წელს გარდაიცვალა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე