სალომე ზურაბიშვილი: მეცოდება საზოგადოება რომელსაც ამ გვარად დასცინიან!

საქართველო, თბილისი - 11:22 | 12.03.2016
ნანახია: 1539

პირადი ცხოვრების ამსახველი  კადრების გავრცელების და ნეოფაშისტური რეჟიმის მსახური მედიასაშუალებების  ფარისევლური "შეშფოთების"  შესახებ,  წერს სოცილურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი: 

- " პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ნამდვილად პირადი თავისუფლების შელახვაა და ამდენად მიუღებელი და ყველანაირად დასაგმობი, ამაზე ყველა ვთანხმდებით ...

ამას ბევრი გავრცობა და განმარტება არც სჭირდება....

მაგრამ უფრო დიდი უზნეობაა როცა ისინი ვინც ამ მუდმივ მოსმენის და თვალთვალის უღირსო სისტემას გუშინ ნერგავდნენ, ქვეყანაში დღეს მორალზე და ამორალიზმზე როცა გვქადაგებენ...

ეს არის მართლაც ცინიზმმის, უტიფრობის და თავხედობის მწვერვალი...

და რუსთავი 2 ს მთლიანი კოლექტივი ფეხზე დამდგარი რომ წინ აღუდგება “ტერორს” როცა ჩერგოლეიშვილი შეშფოთებული სახით მორალზე სუაბრობს და საზოგადოებრივ საფრთხეზე გვაფრთხლებს მეცინება, მეტირება და მეცოდება საზოგადოება რომელსაც ამ გვარად დასცინიან!




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე