შსს-მ კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლის და ქონებრივი დაზიანების ფაქტზე თურქეთის და სომხეთის მოქალაქეებს ბრალი წაუყენა
საქართველო, თბილისი - 09:38 | 01.10.2015 ნანახია: 1873შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლისა და ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული ბარის ა. და 1981 წელს დაბადებული ზეკი ა, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული არმინე დ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა კომპიუტერული მოწყობილობები ე.წ. სიმ-ბოქსები შეიძინეს, რომლებიც თბილისსა და მარნეულში, დროებით საცხოვრებელ ბინებში განათავსეს.
აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც ინტერნეტ-ტრაფიკის მეშვეობით საერთაშორისო ზარები შედიოდა, ბრალდებულები შპს „მობიტელის“ სიმ-ბარათებს ათავსებდნენ. სიმ-ბარათების მეშვეობით, ინტერნეტ-ტრაფიკით მიღებული ზარები საბოლოო ობიექტთან როგორც ლოკალური ზარი, ისე შედიოდა. ე.წ. სიმ-ბოქსი ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც ე.წ. სიმ-ბოქსში იყო მოთავსებული და არა ზარის წამომწყების ნომერს.
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია, კომპიუტერული მონაცემების შეცვლის შედეგად, საერთაშორისო ზარების მომსახურების კანონით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის ნაცვლად, გაცილებით ნაკლებს - ლოკალური ზარებისთვის განსაზღვრულ მინიმალურ თანხას იღებდა. ჩადენილი ქმედებით ბრალდებულებმა შპს „მობიტელს“ ჯამში 11 620 ლარის მატერიალური ზარალი მიაყენეს.
სამართალდამცველებმა, თბილისში - თურქეთის ორი მოქალაქის, ხოლო მარნეულში - სომხეთის მოქალაქის დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ე.წ. სიმ-ბოქსები, შპს „მობიტელის“ კუთვნილი, დიდი რაოდენობით სიმ-ბარათი, თანხის დაუფლების ამსახველი დოკუმენტაცია და სხვა ჩანაწერები.
გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლის და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა