ერეკლე დეისაძე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:07 | 12.03.2016
ნანახია: 3080

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან პერფორმანსის ჩატარებისას ერეკლე დიესაძე დააკავეს. "ნეტგაზეტის" ინფორმაციით, დეისაძემ მთავრობის კანცელარიასთან პერფორმანსი “გასპარ ნოეს კიდობანი”მოაწყო. მან პროექტორით გასპარ ნოეს ფილმი “სიყვარული” მთავრობის კანცელარიის შენობის კედელზე აჩვენა. სწორედ, ამის შემდეგ დეისაძე ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა დააკავეს. პოლიცია საქმეს სსსკ-ს 255-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც პორნოგრაფიის უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასპარ ნოეს ფილმზე “სიყვარული”  დაიწყო გამოძიება პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით. მე, როგორც დამოუკიდებელმა არტისტმა, გადავწყვიტე ამ პერფორმანსის გაკეთება. სახელმწიფოს მონოპოლია აქვს პორნოგრაფიის გავრცელებაზე. მაშინ, როცა სახელმწიფო თავის თავს უფლებას აძლევს შანტაჟისთვის შენი ცხოვრება გადაიღოს, როცა სახელმწიფო ციხეში ადამიანებს აწამებს, როცა ამ წამების ამსახველი ვიდეოს ჩვენებას უშვებს საჯარო სივრცეში, მხედველობაში მაქვს ზუგდიდში ბულვარში კასრებში აღმოჩენილი კადრების ჩვენება,  ხელოვნების წინააღმდეგ პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით საქმის აღძვრა, აბსურდია.”,” – აღნიშნავს დეისაძე.

 ფოტო:netgazeti


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე