„ასეთი ჩანაწერები ყოფილ და არსებულ მთავრობის წევრებზე მრავლადაა!“ - ლალი მოროშკინა

საქართველო, თბილისი - 18:01 | 11.03.2016
ნანახია: 4695

„ასეთი ჩანაწერები ყოფილ და არსებულ მთავრობის წევრებზე მრავლადაა!“, - ამის შესახებ ლალი მოროშკინა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და იმ ვიეო-კადრებს ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

„SOS!  თუ დროულად არ მოხერხდა იმ პირთა დასჯა, რომლებმაც თავს უფლება მისცეს ერთ-ერთ პოლიტიკოს ქალბატონზე youtub.com-ზე პირადი სახის ჩანაწერები გაესაჯაროებინათ,ქვეყანაში უმართავ პროცესებს მივიღებთ, რადგანაც ასეთი ჩანაწერები ყოფილ და არსებულ მთავრობის წევრებზე მრავლადაა! 
ახლა კი თავად დაფიქრდით ვის აწყობს დესტაბილიზაცია
პ.ს. ფირზე ასახულ ქალბატონს და მის ოჯახის წევრებს სულის სიმტკიცეს ვუსურვებ, ესეც გაივლის...“, - წერს ლალი მოროშკინა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, youtube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაბლოკა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე