დონალდ ტრამპმა პუტინს ”ძლიერი ლიდერი” უწოდა

საქართველო, თბილისი - 15:02 | 11.03.2016
ნანახია: 1557

მილიარდერმა დონალდ ტრამპმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იბრძვის, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ”ძლიერი ლიდერი” უწოდა.

თუმცა ამასთან მილიარდერმა აღნიშნა, რომ მისი ფრაზა არც კარგ და არც ცუდ შინაარს არ შეიცავს. მისი თქმით, ეს ფაქტია და დასძინა, რომ პუტინი უფრო ძლიერი ხელმძღვანელია, ვიდრე პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

როგორც ”ინტერფაქსი” წერს, ამ ფორმით, ტრამპმა კომენტარი გააკეთა ძლიერ ხელმძღვანელზე თავისი ადრინდელი გამონათქვამების შესახებ. ჟურნალისტების კითხვაზე ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ მხარს უჭერს რუსეთისა და ჩინეთის ავტორიტარულ რეჟიმებს, მილიარდერმა განმარტა, რომ მისი თვალსაზრისით, ”ძლიერი არ ნიშნავს კარგს”.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე