ტერორისტებმა პარიზის შემოგარენში ლიცეუმი დაიკავეს

საქართველო, თბილისი - 14:45 | 11.03.2016
ნანახია: 1573

ტერორისტებმა პარიზის შემოგარენში მდებარე ერთ-ერთი ლიცეუმი დაიკავეს.
ფრანგული გამოცემის Le Parisien-ის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ბომბი თვითმკვლელმა-ტერორისტმა ააფეთქა. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე პოლიცილების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არაფერია ცნობილი.

ინფორმაცია სოციალური ქსელის Twitter-ის მეშვეობით გავრცელდა. დეტალური ცნობები ტერორისტების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე