განკვეთილი მღვდლის დაწყევლა: წყეულ იქმნეს ბოკერია, თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ლაშა ბუღაძე...

საქართველო, თბილისი - 16:42 | 10.03.2016
ნანახია: 3702

„წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურაბ ქარუმიძე და ყველა ის პიროვნება, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას" - წერს ბასილ მკალავიშვილი, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიიდან უკვე რამდენიმე წელია, რაც განკვეთილია.

განკვეთილმა სასულიერო პირმა 2016 წლის იანვარში გამოაქვეყნა ქვემოთ აღნშნული პოსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ვაფრთხილებ ყველას, ნუ მიეცემით თვითდამშვიდებას, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაშინ, როცა უფსკრულის პირას ვდგავართ. თუ არ გამოვფხიზლდით, დიდ სასჯელს მივიღებთ. მეტის მოთმენა მართლაც არ შეიძლება, ხელისუფლების წარმომადგენელთა უპასუხისმგებლობა იძულებულს ხდის ჭეშმარიტ მორწმუნეს გადადგას ის ნაბიჯი, რასაც იმსახურებენ ერის მოღალატენი, რამეთუ თითოეული ჩუენთაგანი რომ წარვდგებით საშინელ  სამსჯავროზე, უფალი პასუხს მოგვთხოვს. როცა ქვეყანა იღუპებოდა, დუმდით, რატომ? რამეთუ დუმილით ღმერთს ვღალატობთ. წმ. მამები ბრძანებენ:„გიყვარდეს მტერი შენი, ებრძოდე მტერს მამულისას, გძაგდეს მტერი უფლისა“. იქედან გამომდინარე, რომ ზემოდჩამოთვლილმა პიროვნებებმა საშინელი ღალატი ჩაიდინეს ერისა თუ სარწმუნოების წინაშე, გვიგინებენ ჩვენს უფალს და მის მცნებებს, მე როგორც სასულიერო პირი, ვერ გავჩუმდები.

ეფესოს III მსოფლიო კრების მე-7 კანონი გვამცნობს: „ის, ვინც წინ აღუდგება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას და ებრძვის მართლმადიდებლობას, ერისკაცნი შეჩვენებულ იქმნეს.“

მე ვისარგებლებ მსოფლიო კრებების დადგენილი დიდი სჯულის კანონით და ანათემას გადავცემ სარწმუნოების მოღალატეებს: წყეულ და შეჩვენბულ იქმნეს ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურაბ ქარუმიძე და ყველა ის პიროვნება, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას. ანათემა ძალაშია 2016 წლის 14 იანვრიდან, სანამ პირადად არ მოვლენ ეს პიროვნებები ჩემთან და არ მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს (რათა მომავალ თაობაზე არ გადავიდეს). 

მათ ქმედებას დიდი ხანია ვაკვირდები, იმდენად უსაზღვრო და უკიდეგანოა მათი ზიზღი ქართველ მართლმადიდებლებისადმი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს ჩვენი ბედკრული ქვეყანა ამ სულიწმიდის მგმობელებისაგან“, - აღნიშნულია ბასილ მკალავიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე