ნადია სავჩენკომ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა

საქართველო, თბილისი - 15:31 | 10.03.2016
ნანახია: 1619

ნადია სავჩენკომ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია უკრაინელი მფრინავის ადვოკატმა გაავრცელა.

მისი თქმით, სავჩენკოს გადაწყვეტილებაზე გავლენა მხარდამჭერებისა და პეტრე პოროშენკოს თხოვნამ იქონია. ადვოკატის ცნობით, სავჩენკომ დღეიდან წყლის დალევა დაიწყო, თუმცა განაჩენის გამოცხადებამდე, ანუ 21 მარტამდე საკვებს არ მიიღებს.

მფრინავის გასათავისუფლებლად უკრაინის პრეზიდენტი მზად არის, რუსეთს ტყვეები გაუცვალოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე