ლეონარდო დი კაპრიოს ძმას პოლიცია ეძებს

საქართველო, თბილისი - 14:03 | 10.03.2016
ნანახია: 1651

ცნობილი ამერიკელი მსახიობის ლეონარდო დი კაპრიოს 44 წლის ნახევარძმას ადამ ფერარს პოლიცია ეძებს. ამის მიზეზი ფერარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. პროცესი მაღაზიიდან 990 დოლარის მოპარვის საქმეზე გაიმართა.

2016 წლის თებერვლის ბოლოს ადამსა და მის ცოლს ძარცვის ფაქტზე ბრალი წაუყენეს. თუმცა აღნიშნულ საქმეზე წყვილი სასამართლოში არ მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ადამ ფერარსა და მის ცოლს პოლიცია ეძებს, რათა ძარცვისთვის 3 000-დოლარიანი ჯარიმის გადახდა აიძულოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე