უძლიერესი შტორმი დუბაის ბრწყინვალებას ანგრევს

საქართველო, თბილისი - 12:35 | 10.03.2016
ნანახია: 7964

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს თავს დაატყდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობში უძლიერესი შტორმი. მისი დარტყმის ქვეშ მოყვა ათობით დასახლებული პუნქტი, მათ შორის დუბაიც. სოციალურ ქსელში სტიქიის ამსახველი ვიდეო-მასალაც გავრცელდა.

წინასწარი მონაცემებით, სტიქიას უკვე რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ძლიერი ქარის შედეგად ადგილობრივ აეროპორტში ნამდვილი ქაოსი შეიქმნა. ქარიშხალმა მსუბუქძრავიანი თვითმფრინავები დიდ სამგზავრო ლაინერებს შეანარცხა

შტორმმა უდიდესი ზიანი მიაყენა ცნობილ ფეშენებელური სასტუმროებსაც. შენობების შუშები მთელს ქალაქში სარეკლამო ბანერებთან და ხეებთან ერთად დაფრინავენ.

ამ დროისათვის შტორმი უფრო ძლიერდება. ამიტომ დახურულია ადგილობრივი სკოლები, მაღაზიები, ბანკები და საფონდო ბირჟები. ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

სინოპტიკოსების თქმით, ეს ნამდვილი ანომალიაა, რადგან საემიროებში წვიმების სეზონი თითქმის არ არსებობს. ნალექი აქ მხოლოდ ზამთარში, ისიც მცირე რაოდენობით იცის.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე