პიტსბურგში მომხდარი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 10.03.2016
ნანახია: 1520

ხუთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში მომხდარი სროლის შედეგად.

პოლიციელთა ინფორმაციით, მოკლულია ოთხი ქალი და ერთი მამაკაცი, რომლებიც ერთ-ერთი სახლის ბაღში ვახშმობდნენ.

თვითმხილველთა თქმით, ოცამდე გასროლის ხმა გაიგეს . მკვლელობის მოტივები ჯერეჯერობით უცნობია. სამართლდამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე