იანვარ-აგვისტოში, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო

საქართველო, თბილისი - 11:45 | 21.09.2015
ნანახია: 2248

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-აგვისტოში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 443 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი 428 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 317 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6395 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1459 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4937 მლნ. აშშ დოლარს (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 3478 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე