ნადია სავჩენკოს განაჩენს 21 მარტს გამოაცხადებენ

საქართველო, თბილისი - 14:55 | 09.03.2016
ნანახია: 1558

ნადია სავჩენკოს განაჩენს 21 მარტს გამოაცხადებენ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მხოლოდ 20 წუთს გაგრძელდა, უკრაინელი მფრინავი საბოლოო სიტყვით წარდგა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სავჩენკოს თქმით, ის არ აღიარებს რუსულ სასამართლოს და არც გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს. უკრაინელი მფრინავი განაგრძობს მშრალ შიმშილობასაც. პროცესზე მან უკრაინის ჰიმნიც იმღერა.

ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერი აქციები მთელს მსოფლიოში იმართება. უკრაინელ მფრინავს პროკურატურა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებს და მისთვის 23 წლიან პატიმრობას მოითხოვს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე