თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 650-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რიცხვი 11 100-ს აღემატება

საქართველო, თბილისი - 22:51 | 06.02.2023
ნანახია: 199

თურქეთის სამხრეთ ნაწილში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 650-ს გადააჭარბა, დაშავებულია 11 100-ზე მეტი ადამიანი. განახლებულ მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჩა ავრცელებს.

6 თებერვალს, გამთენიისას 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ქაჰრამანმარაშთან დაფიქსირდა. ბიძგები იყო თურქეთის ათამდე პროვინციაში, მათ შორის გაზიანთეფში, დიარბაქირში, ადანაში, სანლიურფაში, ჰათაიში, მალათიასა და ქილისში. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 წუთზე დაფიქსირდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა. სტიქიამ დაანგრია 3 740-ზე მეტი შენობა.

მიწისძვრა დამანგრეველი აღმოჩნდა თურქეთის მეზობელი სირიისთვისაც, სადაც 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ასობით ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე