„მან მოკლა ჩემი შვილი“ - ანა აზაურაშვილი ბესელიას და კობახიძეს კორუფციაში სდებს ბრალს

საქართველო, თბილისი - 13:01 | 09.03.2016
ნანახია: 1749

2011 წლის 26 მაისს, ნინო ბურჯანაძის კორტეჟის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახი გამოძების დაწყებას ითხოვს. ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს კორუფციაში ბრალს სდებს ვლადიმერ მასურაშვილის დედა.

„აქ იყო დიდი ფული აღებული, რადგან მკვლელის გამოშვების არანაირი მიზეზი არ იყო ამ მუხლით. მკვლელი პოლიტპატიმარი არ იყო, მან მოკლა ჩემი შვილი. როგორ შეიძლება მკვლელი გააერთიანო მომიტინგესთან, ის იყო მკვლელი,“ - აცხადებს ვლადიმერ მასურაშვილის დედა, ანა აზაურაშვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე