თუ უკრაინა რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს - ბენ ჰოჯესი

საქართველო, თბილისი - 20:37 | 04.02.2023
ნანახია: 303

თუ უკრაინა რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოდესმე დაბრუნება დაივიწყოს, - ამის შესახებ მერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილმა მთავარსარდალმაევროპაში, ბენ ჰოჯესმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ვფიქრობ, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს რა სურს. სად უნდა რომ იყოს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება? თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს და რუსეთი დონბასისა და ყირიმის ნაწილებს შეინარჩუნებს, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოდესმე დაბრუნება დაივიწყოს", - თქვა ჰოჯესმა.

მისი თქმით, რაც უკრაინაში ხდება, მის ფარგლებს სცდება.

"რაც უკრაინაში ხდება, უკრაინის ფარგლებს სცდება. ესაა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვის, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო კანონის პატივისცემის დაცვის იდეა. ასე რომ, საქართველო უკრაინის წარმატებას უნდა იმედოვნებდეს", - აღნიშნა ჰოჯესმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე