აშშ უკრაინის მთავრობას ფინანსურ დახმარებას გაუწევს

საქართველო, თბილისი - 11:19 | 30.09.2015
ნანახია: 2138

აშშ უკრაინის მთავრობას ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ საუბარია მემორანდუმში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 29 სექტემბერს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ, "ინტერფაქს-უკრაინა" ავრცელებს.

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ვაშინგტონი 20 მილიონ დოლარს უკრაინის მთავრობას, თავდაცვისთვის, სამხედრო განათლებისა და მომზადებისთვის გადასცემს.

1,5 მილიონ დოლარს კი, კიევი აშშ-ის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი დაწესებულებისგან არალეტალური დანიშნულების პროდუქციის შესაძენად მიიღებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე