სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 09.03.2016
ნანახია: 2656

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა.

კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და საკრებულოს განათლებისა, კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები დაეწრნენ.

ნინა ხატისკაცის განცხადებით, დედაქალის მერია მსჯავრდებული ქალბატონებისთის სარვამარტო განწყობის შექმნას შეეცადა. „ჩვენ კონცერტის გზით მივულოცეთ ქალბატონებს 8 მარტი, იმედი გვაქვს, მომავალ წელს, როდესაც კვლავ მოვალთ ამ დღეს მე-5 დაწესებულებაში, მათი დიდი ნაწილი უკვე გათავისუფლებული იქნება,“-განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

მსჯავრდებულ ქალებს დღესასწაული ქართველმა მომღერლებმაც მიულოცეს. კონერტში მონაწილეობა ქუჩის ბიჭებმა, გიო და ზუკა ხუციშვილებმა, ლაშა და ანა ღლონტებმა, ზურაბ მანჯავიძემ, ბუკა მანაგაძემ და სხვა შემსრულებლებმა მიიღეს. სპეციალურად ქალთა დღესთან დაკავშირებით ცნობილმა ქართველმა  მომღერლებმა დუეტები შვილებთან ერთად შეასრულეს. კონცერტის წამყვანი მსახიობი ნიკა წულუკიძე იყო.

დღესასწაული მსჯავრდებულებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც მიულოცა. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და თბილისის მერიამ განუმეორებელი ზეიმი აჩუქა იმ ქალბატონებს, რომლებიც სასჯელს იხდიან რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში. მინდა მათ და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო 8 მარტი,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

8 მარტი მსჯავრდებულ ქალბატონებს N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმაც მიულოცა. მან აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა.

ქ. თბილისის მერიის ორგანიზებით სასჯელაღსრულების მეხუთე ქალთა დაწეებულებაში კულტურული ღონისძიებები სისტემატურად იმართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე