კანადის პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

საქართველო, თბილისი - 11:14 | 31.01.2023
ნანახია: 277

კანადის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად აღიარების შესახებ. ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს.

„რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერილი დაჯგუფება „ვაგნერის“ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისა და უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში თავდასხმების გათვალისწინებით, თემთა პალატა მოუწოდებს მთავრობას დაუყოვნებლივ აღიაროს დაჯგუფება „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად“, - ნათქვამია დადგენილებაში.

შესაბამისი ინიციატივა ეკუთვნის ახალი დემოკრატიული პარტიის დეპუტატს ჰიზერ მაკფერსონს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კანადაში გარკვეული ორგანიზაციების შეყვანა ტერორისტების სიაში მთავრობის უფლებამოსილებაა, ამიტომ ეს დადგენილება რეკომენდაციულ ხასიათს ატარებს.  

გასულ კვირას აშშ-ის ფინანსთა სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადა, რაც დამატებით სანქციებს ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე