ბათუმის ვიცე-მერის ცემის ფაქტზე საქმე აღიძრა

საქართველო, თბილისი - 14:39 | 08.03.2016
ნანახია: 1539

ბათუმის ვიცე მერის ბაგრატ მანველიძის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე 125-ე, ცემის მუხლითაა აღძრული.  

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. მანველიძემ ბათუმის პარკში მსხდომ ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მანველიძე და ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაკავებულია ინციდენთის ერთი მონაწილე. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დაკავებულია ინცინდენტის ერთი მონაწილეც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე