ჯორჯიის შტატში პირველად 1945 წლის შემდეგ სიკვდილით ქალი დასაჯეს

საქართველო, თბილისი - 14:30 | 30.09.2015
ნანახია: 1884

ამერიკის ჯორჯიის შტატის ხელისუფლებამ პირველად 70 წლის განმავლობაში სიკვდილით ქალი დასაჯა.

Associated Press-ის ინფორმაციით, 47 წლის კელი გისენდეინერის განაჩენი სასიკვდილო ინექციის საშუალებით აღასრულეს.

გისენდეინერს სიკვდილი ქმრის მკვლელობის დაგეგმვისა და მონაწილეობისათვის მიუსაჯეს. დანაშუალი 1997 წელს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით კელი თავისი საყვარლის ბრიუს ოუენის თანმაზრახველი იყო, რომელმაც მისი ქმარი დანით დაჩეხა.

ამასთან ოუენს სამუდამო პატიმრობა ყოფილი საყვარლის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ მიესაჯა.

ჯორჯიის შტატში ქალი ბოლოს 1945 წელს დასაჯეს.

ამერიკის პრესა წერს, რომ რომის პაპმა აშშ-ში ვიზიტისას, ჩინოვნიკებს გისენდეინერის სიკვდილით დასჯის გაუქმებისკენ მოუწოდა. დამნაშავის შეწყალებას ითხოვდა მისი სამი შვილიც.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე