ნატოს სამხედროები ავღანეთში ჩავიდნენ

საქართველო, თბილისი - 12:00 | 30.09.2015
ნანახია: 1933

ნატომ თავისი მებრძოლები გაგზავნა ავღანეთში ადგილობრივი სამხედრო ძალების დასახმარებლად, რომლებიც „თალიბანის“ მებრძოლებისგან ქალაქ კუნდუზის გათავისუფლებას ამ დრომდე ცდილობენ.

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, კოალიციის სპეციალური ძალები კონსულტაციას ავღანელ კოლეგებს გაუწევენ.

როგორც ცნობილია, 28 სექტემბერს კუნდუზზე კონტროლი „თალიბანის“ მებრძოლებმა დაამყარეს. ქალაქისთვის ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, კუნდუზსს მოსახლეობა მასობრივად ტოვებს.

ავრღანეთში ასევე იმყოფებიან ამერიკელი, ბრიტანელი და გერამანელი სამხედროები. ინფორმაცია მათი რაოდენობის შესახებ არ ვრცელდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე