შვეიცარიაში მაღაზია გაიხსნა, რომელსაც არც გამყიდველი ყავს და არც დაცვა

საქართველო, თბილისი - 12:19 | 07.03.2016
ნანახია: 2240

შვეიცარიაში, პატარა ქალაქ ვიკენში მინიმარკეტი გაიხსნა, რომელსაც არც გამყიდველი ყავს და არც დაცვა.

მყიდველები შედიან მაღაზიაში, ირჩევენ მათთვის სასურველ პროდუქციას და სმარტფონის საშუალებით მისი ხტრიხკოდის სკანირებას ახდენენ. როგორც AIN.UA წერს, მაღაზიაში ყველა პროცესი ავტომატიზირებულია.

იმისათვის, რომ შესყიდვა განხორციელდეს, საჭიროა სმარტფონებში სპეციალური მობილური პროგრამის გადმოქაჩვა. ამის შემდეგ ხდება რეგისტრაცია და მომხმარებელს სმარტფონის საშუალებით მაღაზიის კარის გაღება და დაკეტვა შეუძლია.

როდესაც შედის მომხმარებელი მაღაზიაში და სასურველი პროდუქციის სკანირებნას მოახდენს ანუ შენაძენს დაარეგისტრირებს ის მიდის სახლში. თვის ბოლოს კი მომხმარებელს მიდის სპეციალური ანგარიში სადაც დაანგარიშებულია თუ რა თანხა აქვს გადასახდელი მომხმარებელს.

მაღაზიაში არ არის დაცვაც და მის ფუქნციას 6 სათვალთვალო კამერა ასრულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე