აიუფ ბორჩაშვილს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 11:58 | 07.03.2016
ნანახია: 1604

,,ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის საქმეზე აიუფ ბორჩაშვილს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო მასთან ერთად დაკავებული სხვა ახალგაზრდებიც. კერძოდ, გიორგი ხუტუნიშვილს 11-წლიანი, ხოლო დავით ფირისებიას 10-წლიანი პატიმრობა განესაზღვრათ. 

სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე