იანვარ-აგვისტოში, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა

საქართველო, თბილისი - 11:44 | 21.09.2015
ნანახია: 2219

2015 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 172 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 149 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების  ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 125 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6395 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1459 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4937 მლნ. აშშ დოლარს (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 3478 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე