რატომ გახდა ავადმყოფურად ანჯელინა ჯოლი?

საქართველო, თბილისი - 12:51 | 30.09.2015
ნანახია: 3672

40 წლის ვარსკვლავის ანჯელინა ჯოლის ფიგურა თაყვანისმცემელთა შორის აღფრთოვანებას აღარ იწვევს. ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა გამოფიტული და ზედმეტად გამხდარი ანჯელინა ჯოლის ფოტოსუართები. დღეს 169 სანტიმეტრის სიმაღლის მსახიობი მხოლოდ 40 კილოგრამს იწონის.

ცოლის სიგამხდრის გამო შეშფოთებულმა ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება აიძულა. საბედნიეროდ, ეჭვი ოსკაროსანი მსახიობის სასიკვდილო დაავადების შესახებ არ დადასტურდა. ბრედ პიტმა მისთვის პირადი მზარეული, მწვრთნელი და დიეტოლოგი დაიქრავა, რომლებიც ანჯელინას წონის მომატებაში დაეხარებიან.

ზედმეტი შეკითხვებისგან შეწუხებულმა ბრედმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანჯელნამ წონა ფილმ „გაუტეხელის“ რომლის პროდიუსერიც თავად გახლდათ,, გადაღების დროს დაკარგა. ჯოლი ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მსახიობები მოშიმშილე ამერიკელ სამხედრო ტყვეებს თამაშობდნენ და იძულებული იყვნენ საჭმელზე უარი ეთქვათ. ბრედ პიტის თქმით, ჯოლი სოლიდარობის ნიშნად მათთან ერთად შიმშილობდა.

მისივე თქმით, ფილმის გადაღების შემდეგ ანჯელინა აფრიკაში ლტოლვილების ბანაკის მოსანახულებლად გაემგზავრა და შიმშილისგან დატანჯული ბავშვების დანახვისას ჭამის მიმართ ბოიკოტი ისევ გააგრძელა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე