თურქულმა პოლიციამ ოპოზიციური გაზეთის ოფისი შტურმით აიღო

საქართველო, თბილისი - 09:18 | 05.03.2016
ნანახია: 1874

თურქულმა პოლიციამ ოპოზიციური გამოცემა Zaman-ის ოფისი შტურმით აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა შენობასთან შეკრებილი ასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

როგორც ცნობილია, სტამბოლის სასამართლომ Zaman-სთვის გარე მმართველის დანიშვნა გადაწყვიტა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამართალდამცველებმა რედაქციაში ჩხრეკა დაიწყეს. ამ გადაწყვეტილებას Zaman-ის ოფისთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.

Zaman, რომელიც 650 000-იანი ტირაჟით გამოდის, თურქეთში მმართველი ძალის მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი და ყველაზე კითხვად ყოველკვირეულ გამოცემად მიიჩნევა.

ოპოზიციური გამოცემის მთავრობის კონტროლზე აყვანა უფლებადამცველებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე