ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი, დამოუკიდებლად გაუწიოს წინააღმდეგობა უკრაინაში რუსეთის შეჭრას, მას აშშ-ს დახმარება სჭირდება - ფინეთის პრემიერ-მინისტრი

საქართველო, თბილისი - 13:19 | 03.12.2022
ნანახია: 299

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინიმ განაცხადა, რომ ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრას დამოუკიდებლად გაუწიოს წინააღმდეგობა, მას სჭირდება აშშ-ს მხარდაჭერა. ამის შესახებ მან  ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს თქვა.

„სასტიკად გულწრფელი უნდა ვიყო თქვენთან, ევროპა ახლა საკმარისად ძლიერი არ არის. აშშ-ის გარეშე გაგვიჭირდებოდა. შეერთებულმა შტატებმა ბევრი იარაღი, ფინანსური დახმარება გასცა, ბევრი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას და ევროპა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ძლიერი. დიდი ხნის განმავლობაში, ევროპა აყალიბებდა სტრატეგიას რუსეთისთვის – ენერგეტიკის შეძენა რუსეთიდან და ამ ეკონომიკური კავშირების დაახლოება. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ომს თავიდან აგვარიდებდა“, – აღნიშნა სანა მარინმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე