ბაიდენმა თქვა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია უკრაინიდან პუტინის გასვლის შემდეგ, კრემლი ამისთვის მზად არ არის, სამხედრო ოპერაცია გრძელდება - პესკოვი

საქართველო, თბილისი - 16:44 | 02.12.2022
ნანახია: 257

ჯო ბაიდენმა, ფაქტობრივად, თქვა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია უკრაინიდან პუტინის გასვლის შემდეგ, მაგრამ კრემლი ამისთვის მზად არ არის, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ამის შესახებ რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება.

მისი თქმით, რუსეთის მიზნების მისაღწევად პუტინი იყო, არის და რჩება ღია ყველასთან მოლაპარაკებებისთვის.

„აშშ ჯერ კიდევ არ ცნობს ახალ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციაში. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ართულებს ორმხრივი დისკუსიისთვის შესაძლო ნიადაგის ძიებას“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

ცოტა ხნის წინ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სალაპარაკოდ მზად არის, თუ მას ომის დასრულება სურს. ამასთან, განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ერთადერთი რაციონალური გზა რუსეთის ჯარის უკრაინიდან გაყვანაა.

„მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინი ამის გაკეთებას არ აპირებს. ის ამის გამო ძალიან მძიმე საფასურს იხდის. წარმოუდგენელ სასაკლაოს აწყობს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ბომბავს საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს, ეს ავადმყოფური ქმედებაა“, – განაცხადა ბაიდენმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე