"ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება - კობა ნაყოფია

საქართველო, თბილისი - 16:07 | 02.12.2022
ნანახია: 245

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

ამის შესახებ ენმ-ის წევრმა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომა კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, გაკვირვებულია პარტიის წევრების სიჩქარით, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს და პოლიტსაბჭოს მოწვევა მოითხოვეს.

"მე ახლა ვიმყოფები კიევში. აქ უკრაინაში, დიდი თუ პატარა და განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებაში, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ამ კითხვას და ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ამ ფონზე, მე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით," - განაცხადა კობა ნაყოფიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე