უგულავას ყოფილი ცოლი გუკა რჩეულიშვილზე გათხოვდა?

საქართველო, თბილისი - 15:24 | 04.03.2016
ნანახია: 9050

ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის სასიყვარულო ურთიერთობაზე თბილისში ბევრს ლაპარაკობენ. ცოტა ხნის წინ, გიგი უგულავამ ოფიციალურად დაადასტურა ხმები მისი და ლელა კილაძის ოჯახის დაგრევის შესახებ. რის შემდეგაც, ცნობილი გახდა, რომ კილაძე სამკურნალოდ ევროპაში წაიყვანეს.

Ambebi.ge-ის ინფორმაციით, გიგი უგულავას ყოფილი ცოლი უკვე დაბრუნდა თბილისში, სამი დღის წინ კი მან და გუკამ ხელი მოაწერეს.

წყვილი თავიანთი ურთიერთობის შესახებ, საჯაროდ კომეტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

"ambebi.ge" გუკა რჩეულიშვილის მამას, ვახტანგ რჩეულიშვილს დაუკავშირდა.
„ხელი რომ მოეწერათ გუკას და ლელას, გავიგებდით. გუკა არ არის ნუცას ოფიციალურად დაშორებული, ამიტომაც რამე ოფიციალური ცვლილება ჯერ არ ყოფილა. არაოფიციალურად რაც ხდება გუკას და ნუცას შორის, ამის შესახებ თავად ისაუბრონ. კომპეტენტური ადამიანი ამაზე არის 37 წლის კაცი გუკა რჩეულიშვილი. მე მხოლოდ ჩემს დამოკიდებულებას ვიტყვი. ნუცა წლების მანძილზე ჩემი რძალი იყო, ჩემი კატოს დედა არის და საკუთარი შვილივით მიყვარს. ლელას ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემი მეგობრის შვილია. გუკა 

თავად განსაზღვრავს, ვისთან იქნება და როგორ იქნება. მე ამაში ვერც ჩავერევი და არც ჩავერევი. აზრიც არ აქვს. ის უკვე 37 წლის არის“, - განაცხადა „ambebi-ge”-ტან საუბრისას ვახტანგ რჩეულიშვილმა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე