ესენი არ არიან ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე - გიული ალასანია

საქართველო, თბილისი - 13:51 | 01.12.2022
ნანახია: 193

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამობობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იურიდიული კომპანია დაიქირავა.

„იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ის დიაგნოზები, რომლებიც ისედაც გვქონდა ჩვენი სპეციალისტებისგან, მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

შეკითვაზე, თუ რა იქნება პიარკომპანიის მოვალოებაა, რპომელტანაც მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელშეკრულება გაფორმდა, ალასანიამ თქვა, რომ ეს კომპანია ჯერ არ ამუშავებულა და არ იცის რას გააკეთებენ. ელემენტარული ინფორმაციის გავრცელება იქნება, დიახ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

გიული ალასანია ამბობს, რომ საუბარია არა ლობისტურ, არამედ იურიდიულ კომპანიაზე.

„ესეიგი, ლობისტია ბატონი ხაჭაპურიძე ან დანარჩენი იურისტები? რატომ არიან ესენი ლობისტები ან ვინ დაარქვა მათ ლობისტები. ესენი არ არიან ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე. დავიქირავეთ, რადგან გვჭირდებოდა გასამაგრებლად, ყველაფერ იმის გასამაგრებლად, რაც აქ ხდება. გვინდა, დამატებით მათაც თქვან“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომ გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე