ახლა ჩართეს ახალი ხერხი. ეს არის ლობისტური კომპანიის დაქირავება, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 13:41 | 01.12.2022
ნანახია: 200

ახლა ჩართეს ახალი ხერხი. ეს არის ლობისტური კომპანიის დაქირავება, პიარკომპანიის დაქირავება და პიარის თემა უნდა იყოს რა - რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქით, ეს პრინციპულად არასწორია. და პატიმარი უნდა იხდიდეს სასჯელს.

"მათ ჰქონდათ ყველანაირი მცდელობა, რომ ხელი შეეწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. მათ შორის, ისინი თავად მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ, მათი ტელევიზიის ლიდერები პირდაპირ მოწოდებას ავრცელებდნენ თვითდაზიანების თაობაზე, მთელი კამპანია ჰქონდათ აწეული, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. ახლა ჩართეს ახალი ხერხი. ეს არის ლობისტური კომპანიის დაქირავება, პიარ კომპანიის დაქირავება და პიარის თემა უნდა იყოს რა, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი იმისათვის, რომ ფონი შექმნან მისი გათავისუფლებისთვის, ეს არის პრინციპულად არასწორი. პატიმარი უნდა იხდიდეს სასჯელს,"- თქვა კობახიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომ გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე