flyUIA საკუთარ წარმომადგენლობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც გახსნის

საქართველო, თბილისი - 12:08 | 30.09.2015
ნანახია: 1839

უკრაინული ავიაგადამზიდავი „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ (flyUIA) გაფართოებას განაგრძობს. უკრაინული მედია წერს, რომ ავიაკომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინასა და უცხოეთის ბაზრებზე, დამატებით 22 ახალ წარმომადგენლობას გახსნის. ავიაკომპანიის წარმომადგენლობა გაიხსნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც. უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანია წარმომადგენლობას გახსნის ოდესის, ლვოვის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, აეროპორტებში. ასევე, ბარსელონას, პარიზის (შარლ დე გოლი), ვენის, ნიუ-იორკის (კენედის სახელობის აეროპორტი), ციურიხის, მოსკოვის, კროლის, ბერლინის, დიგემეს, ამსტერდამის, ბაქოს, ტაშკენტის, ერევნის, რომის, ვარშავას, პეკინის, თელ-ავივის აეროპორტებში.

აღსანიშმნავია, რომ flyUIA 1992 წელს შეიქმნა და ის დღეისათვის უკრაინის უმსხვილესი ავიაგადამზიდავია. ავიაკომპანიის ფლოტი 31 თვითმფრინავს მოიცავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე