საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები იტალიასთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

საქართველო, თბილისი - 21:26 | 14.11.2022
ნანახია: 414

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მორიგი მატჩი იტალიასთან ჩაატარა და 84:85 დამარცხდა.

აქამდე იტალიასთან ჩვენმა გუნდმა 10-ჯერ ითამაშა და გამარჯვების მოპოვება ერთხელაც ვერ მოახერხა.

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ილიას ზუროსის შეგირდები გაისად 23 თებერვალს ჯგუფის აუტსაიდერ ნიდერლანდებს ესტუმრებიან, 26-ში კი თბილისში ისლანდიასთან მატჩია დაგეგმილი. მიიღებს თუ არა საქართველო ისტორიულ საგზურს, დიდი ალბათობით, სწორედ ბოლო შეხვედრაში გადაწყდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე