ჟურნალმა Forbes-მა ბილ გეიტსი უმდიდრეს ამერიკელად 22-ედ აღიარა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 30.09.2015
ნანახია: 2019

ჟურნალმა Forbes-მა ბილ გეიტსი უმდიდრეს ამერიკელად დაასახელა. კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი რეიტინგში პირველ ადგილს უკვე 22-ედ იკავებს. მისი ქონება 76 მლრდ დოლარდაა შეფასებული.

რეიტინგის მეორე ადგილაზეა ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი, (62 მლრდ დოლარი), მესამე ადგილი წილად ხვდა კომპანია Oracle-ს დამფუძნებელს ლარი ელისონს (47,5 მლდ დოლარი).

ტოპ-ათეულში წელს პირველად მოხვდნენ ინტერნეტ-მაღაზიის Amazon.com-ის გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი და სოციალური ქსელის Facebook -ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.

400 უმდიდრეს ამრიკელთა შორის მოხვედრის ფასი წელს უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია - 1,7 მლრდ დოლარი, რის გამოც 145 მილიარდერი რეიტინგში ვერ მოხვდა.

საინტერესოა, რომ 400 უმდიდრესი ამერიკელი საერთო ჯამში 2,34 ტრილიონი დოლარის მფლობელია, რაც გასულ წელთან შედარებით 5- მილიარდი დოლარით მეტია.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე