ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტმა გიორგი კვირიკაშვილი ბაჰრეინში დაპატიჟა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 30.09.2015
ნანახია: 1750

გიორგი კვირიკაშვილი ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ ხალიდ ბინ აჰმედ ალ-ხალიფას შეხვდა. 
მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ბაჰრეინს შორის თანამშრომლობის განვითარების მზარდი პერსპექტივები განსაკუთრებით ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მიმართულებით. კოლეგამ გიორგი კვირიკაშვილი ბაჰრეინში მიიწვია, გამოითქვა მზადყოფნა ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწეროს ცალკეულ ორმხრივ ხელშეკრულებებს. მინისტრებმა დაადასტურეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე