ქალმა, რომელმაც მოსკოვში 3 წლის გოგონა მოკლა, განაცხადა, რომ ბავშვის მოკვლა ”ალაჰმა უბრძანა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 02.03.2016
ნანახია: 1969

ქალმა, რომელმაც მოსკოვში 3 წლის გოგონა მოკლა და შემდეგ თავი მოაჭრა, სასამართლოზე განაცხადა, რომ ბავშვის მოკვლა მას ”ალაჰმა უბრძანა”.

38 წლის უზბეკი გულჩეხრა ბობოკულოვა 29 თებერვალს მოსკოვის ერთ-ერთ მეტროსადგურთან დააკავეს. მას ხელში ბავშვის მოჭრილი თავი ეჭირა, თვითმხილველთა თქმით, ”ალაჰ აკბარს” ყვიროდა და ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა.

გამოძიების თანახმად ბობოკულოვა ბავშვის ძიძა იყო, მან ჯერ ბავშვი მოკლა შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბობოკულოვა ქმართან განქორწინებულია, სამი შვილი ჰყავს, რომლებსაც ნათესავები უზბეკეთში ზრდიან. გამოძიება ვარაუდობს, რომ ის დანაშულის ჩადენისას მარტო არ იყო და მას თანამზრახველები ჰყავს.

როგორც ”ინტერფაქსი” წერს, უზბეკეთის სამართალადამცავი ორგანოების განცხადებით, ბობოკულოვა შიზოფრენიით არის დაავადებული და კლინიკაში სტაციონალურ მკურნალობას არაერთხელ გადიოდა. მოსკოვის სასამართლომ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე