მარადონამ ფიფას ახალ პრეზიდენტს მოღალატე უწოდა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 02.03.2016
ნანახია: 2200

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ჯანი ინფანტინოს დანიშვნა ფიფას პრეზიდენტად ნეგატიურად შეაფასა.

”ინფანტინო მოღალატეა და მან უნდა დატოვოს თავისი პოსტი. ფიფას წინააღმდეგ საქმე ჯერ არ დახურულა. ის მიშელ პლატინსა და იოზეფ ბლატერს ყველაფერში ეხმარებოდა და როგორ არ იცოდა მათი საქმეების შესახებ? თუ ეს ნამდვილად ასეა, ის ან სულელია, ან მოხუცი”, - განაცხადა მარადონამ.

ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ინფანტინო ფიფას სათავეში იმიტომ ჩაუდგა, რომ თავისი ბოსი - პლატინი დაეცვა.

26 თებერვალს ფიფას არჩევნების მეორე ტურში ჯანი ინფანტინომ გაიმარჯვა. ის ორგანიზაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

23 დეკემბერს ბლატერი ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. მანამდე ფიფას ეთიკის კომიტეტმა ის და მიშელ პლატინი საფეხბურთო საქმიანობას რვა წლით ჩამოაშორა. სანქციების მიზეზი ბლატერის მიერ პლატინის ანგარიშზე ფიფას სახსრებიდან 1,8 მლნ ევროს გადარიცხვა გახდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე