სირიაში უცხოელი ჟურნალისტები დაიჭრნენ

საქართველო, თბილისი - 12:25 | 02.03.2016
ნანახია: 1530

სირიაში, ჟურნალისტების ჯგუფი საარტილერიო ცეცხლის ქევშ მოყვა. შემთხვევას ქვეყნის ჩრდილოეთით ლატაკიის პროვინციაში მოხდა.

იმ ტერიტორიაზე, რომლის მახლობლადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენემ, რვა ჭურვი დაეცა. შედეგად ჟურნალისტები მსუბუქად დაშავდნენ.

კერძოდ დაიჭრნენ ბულგარელი, კანადელი და ჩინელი ჟურნალისტები.

რუსული მხარის ინფორმაციით, ცეცხლი თურქეთის მხრიდან, დამას დასახლებული პუნქტიდან გახსნეს, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სირიის არმიის ინფორმაციით, ცეცხლი "ჯებჰატ ნუსრას" დაჯგუფებამ გახსნა.

დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი ქალაქ იდლიბში გადაიყვანეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე